მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-24 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული პროგრამით წარდგება

6156be0523cf1
ინგა მურუსიძე
01.10.21 19:15
744
20-24 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გერმანიაში არსებული კოვიდრეგულაციებისა და შეზღუდვების გამო 2021 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით არ იქნება წარმოდენილი, თუმცა 21 ოქტომბერს, მწერალი აკა მორჩილაძე, თავისი წიგნის „ძველი გულებისა და ხმლისა“ ახალ თარგმანს წარუდგენს გერმანელ მკითხველს.

გარდა ამისა, 22 ოქტომბერს, კანადის პავილიონში აკა მორჩილაძისა და კანადელი ავტორის, პოლ სისკვესისის შეხვედრა გაიმართება თემაზე „ენებისა და კულტურის დაცვა და შენარჩუნება – როგორები ვიყავით“. ის ასევე ლიტერატურულ ტურის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს შვეიცარიასა და გერმანიაში. ტური 5 ოქტომბერს, ციურიხის ლიტერატურის სახლში, დაიწყება და ნიურნბერგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 20 ოქტომბერს დასრულდება.

23 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი - LiteraturBahnhof ლაშა ბაქრაძეს უმასპინძლებს, რომელიც გერმანელ მკითხველს ქართველი მწერლების უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ გერმანულ ენაზე აკა მორჩილაძის ცხრამდე წიგნია თარგმნილი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად, ყოველწლიურად მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები