მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-დან 800 ლარამდე: ყველაფერი ულიმიტო პარკირების ფასებსა და პირობებზე

61c73f2ed3c9d
დავით ჯალაღონია
25.12.21 19:54
4280
მომავალ კვირას თბილისის საკრებული დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების ახალ პაკეტებს დაამტკიცებს.

როგორც თბილისის მერიაში BMG-ს განუმარტეს, ერთი საათის განმავლობაში ავტომობილის ზონალური პარკირების ტერიტორიაზე გაჩერება ისევ 1 ლარი ეღირება და ასევე, აღნიშნულ არეალთან მაცხოვრებლებს ისევ უფასოდ შეეძლებათ ავტომანქანის განთავსება. გარდა ამისა, ძალაში რჩება წლიური 50 ლარიანი გადასახადი არაზონალური პარკირების ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ცვლილებებს, ახალი სისტემა 5 სატარიფო პაკეტს მოიცავს. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალში ავტომობილის წლიურად ულიმიტოდ გაჩერება 800 ლარი ეღირება; 6 თვე - 500 ლარი, 1 თვე - 300 ლარი, ერთი კვირა - 100 ლარი და ერთი დღე 20 ლარი.

აღნიშნულ ცვლილებებზე საუბრისას დედაქალაქის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ მსგავსი პაკეტების შემოღების იდეა ბიზნეს სექტორიდან წამოვიდა.

"პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო – 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო. შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარმოვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, ექვსთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისაგრებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით არის შემოტანილი წლიური, ექვსთვიანი და ერთდღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ. სხვა დანარჩენი პირობები ძალაში რჩება", - აღნიშნავს ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები