მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20%-იანი ფასდაკლება გზავნილის სერვისებზე, 25 ნოემბრიდან!

Gzavnili.ge
26.11.24 13:23
860

25 ნოემბრიდან, შავ პარასკევთან დაკავშირებით ამანათების გადაზიდვისა და მიწოდების ახალი პლატფორმა Gzavnili.com მომხმარებელს საჰაერო გადაზიდვებზე 20% ფასდაკლებებს სთავაზობს. აქციის პერიოდში 1 კილოგრამის ფასი მხოლოდ $6.4 იქნება.

გზავნილი თანამედროვე, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განახლებული სერვისისა და მომსახურების მიწოდებაა, რომელიც ფილიალებში მისვლისა და რიგში დროის დახარჯვის ნაცვლად, თბილისში - 3 საათში, ხოლო რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში სასურველ მისამართზე მიწოდებას გულისხმობს, ამასთანავე სრულად გაციფრულებული და გამარტივებულია დეკლარირების, განბაჟებისა და მიწოდების სერვისი.

შავი პარასკევი ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, რომლისთვისაც მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. წინასწარ არჩევენ სხვადასხვა პლატფორმაზე შესაძენ ნივთებს და ელოდებიან სპეციალური შეთავაზებების დაწყებას, რომლითაც ნივთების გამოწერას წლის საუკეთესო ფასდაკლებით შეძლებენ.

ზავნილის გუნდი უკვე 12 წელზე მეტია მომხმარებელზე მორგებულ სერვისს ქმნის და მას საზღვარგარეთიდან პროდუქტების მიღების პროცესს უმარტივებ, ამ დროის განმავლობაში გუნდმა უკვე 2 მილიონზე მეტი ამანათი მიიტანა მომხმარებლამდე რა პერიოდის განმავლობაშიც, ყველაზე ხშირად მომხმარებელი შოპინგისთვის შემდეგ ონლაინ მაღაზიებს ირჩევდა: Amazon, eBay, Nike, Adidas, iHerb, Best Buy, Walmart, Macy's, Nordstrom, ASOS, Etsy, Overstock, Newegg, Target, Zappos, Sephora, B&H Photo Video, walgreens.com, weber.com, calvinklein, puma.com, asos.com, lids.com

ამ ონლაინ პლატფორმებიდან შეძენილი პროდუქციის ასორტიმენტი ყველაზე ხშირად შემდეგ კატეგორიებს მოიცავს: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ტექნიკა, ავტომანქანის ნაწილები, სპორტული ინვენტარი, სამშენებლო მასალები, სათამაშოები და საბავშვო პროდუქცია, სილამაზისა და პირადი ჰიგიენის პროდუქტები, სამრეწველო მოწყობილობები და ტექნოლოგიები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ბაღისა და ეზოს ტექნიკა.

გზავნილის მიზანი წელს ამ მომხმარებლებისთვის შოპინგის კიდევ უფრო ბიუჯეტური და მათზე მორგებული გადაწყვეტის შეთავაზებაა, რომლის ფარგლებშიც 25 ნოემბრიდან მომხმარებელი არამხოლოდ უშუალოდ პროდუქტის ღირებულების თანხას, არამედ საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოტანის ღირებულების დაზოგვასაც შეძლებს.

ისარგებლე გზავნილის 20%-იანი ფასდაკლებით და მიიღე შენთვის სასურველი ამანათი, შენთვის სასურველ დროსა და მისამართზე.

Gzavnili.com - ჩვენ სხვა თამაშს ვთამაშობთ!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები