20 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:
11:00 საათზე, საქსტატის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს.
- სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2025 წლის აპრილი)
- მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
- ექსპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
- იმპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
- ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
- ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2025 წლის აპრილი)
- სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2025 წლის I კვარტალი)
- ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2025 წლის I კვარტალი)
10:00 საათზე, სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: გამგზავრება თბილისიდან 11:30 -12:00 სთ. – შეხვედრა შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან 12:00-15:00 სთ. – შიდა ქართლის რეგიონში არსებული სპორტული ობიექტების მონახულება ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი (ქ. გორი); შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა (ქ. გორი); კრივის დარბაზი (ქ. გორი); გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი (ქ. გორი); სპორტული ინფრასტრუქტურის (სტადიონი) მონახულება (სოფ. სკრა); ძალოსნობის დარბაზი (სოფ. მეღვრეკისი). 15:30 სთ. – სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა
განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/39; 02.05.2025) /მომხსენებელი: თამარ ღვამიჩავა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე/ 2. შიდა ქართლის მხარეში არსებული მუნიციპალიტეტების სპორტის პოლიტიკა და ინფრასტრუქტურის განვითარების ასპექტები /მომხსენებლები: სიმონ გულედანი, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალიტეტების მერები/ 18:00 სთ. - გამგზავრება თბილისში.
10:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (პირველი მოსმენა) (წამყვანი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი) (სავალდებულო - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: თ. კალანდარიშვილი, თ. ტყეშელიაძე) მომხსენებელი: თამარ ღვამიჩავა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძისა და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქალაქების კვარტლებისთვის საერთო კრების ჩატარების და კვარტლის რჩეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე".