მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-მდე თურქული მედიკამენტი უკვე აფთიაქებშია - ჯანდაცვის მინისტრი

6225c139236b0
ინგა მურუსიძე
07.03.22 12:28
593
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტების გაიაფება უკვე დაიწყო. განცხადება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ ფასების კლება სულ 200 სახეობის მედიკამენტზეა მოსალოდნელი.

„ერთი თვის წინ გაიხსნა თურქული ბაზარი. ბევრი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდა და ამბობდა, რომ მედიკამენტების ფასებზე არ იმოქმედებდა, თუმცა დღეს უკვე გვაქვს ის რეალობა, რა მოლოდინიც გვქონდა. დღეს უკვე აფთიაქებში ათობით დასახელება მედიკამენტია შემოსული და ფასები მკვეთრად არის დაკლებული. ზოგიერთ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ერთი კვირის, ან ერთი თვის წინ იყო. ამ პროცესს ვაგრძელებთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, დღეისათვის უკვე 20-მდე თურქული მედიკამენტია დარეგისტრირებული, რაც თურქეთიდან შემოვიდა.

„20-მდე თურქული მედიკამენტი გვაქვს დარეგისტრირებული, რაც შემოვიდა საქართველოში და უკვე აფთიაქებშია. ჯამში ველოდებით, რომ 200-მდე მედიკამენტი იქნება ისეთი, რომელიც შემოვა თურქეთიდან და ჩაანაცვლებს სხვა ქვეყნებიდან იმპორტს. შესაბამისად, მოხდება მათი გაიაფება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები