კვლევითი ექსპედიციის ფარგლებში, XVIII საუკუნის ესპანურუ გალიონიდან, “ჩაძირვების წმინდა გრაალიდან”, რომლის ბორტზეც 11 მილიონი ოქროსა და ვერცხლის მონეტა ინახებოდა, პირველი ნივთები ამოიღეს.

კოლუმბიის ისტორიის კვლევითი ინსტიტუტისა და კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ზღვის ფსკერიდან პირველი არტეფაქტები - ქვემეხი, სამი მონეტა და ფაიფურის ნივთები ამოიღეს.
"სან ხოსე", ესპანეთის სამეფო ფლოტის გალეონი, რომელიც 18 საუკუნეში ბრიტანელებმა ჩაძირეს, 2015 წელს კოლუმბიის პორტ კარტახენადან 25 კილომეტრში, 600 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
მისი ზუსტი ადგილმდებარეობა სახელმწიფო საიდუმლოა, საგანძურის კუთვნილების საკითხზე კი იურიდიული დავა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში, კოლუმბიასა და ესპანეთში.
Sea Search Armada, ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი, აცხადებს, რომ გემი 1982 წელს აღმოაჩინა და კუთვნილ წილს, 10 მილიარდ დოლარს ითხოვს, რაც, მათი შეფასებით, საგანძურის ღირებულების დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
კოლუმბიის მთავრობა კი განმარტავს, რომ მიმდინარე მისიის მიზანი მხოლოდ კვლევაა და არა საგანძურის მოპოვება, და რომ ამოღებულ არტეფაქტებს მხოლოდ კონსერვაციული სამუშაოები ჩაუტარდება და შეისწავლება.
Sea Search Armada-მ გალეონებს "მიწისზედა სალაროები" უწოდა, რომლებსაც პერუს მაღაროებიდან წამოღებული ოქრო, პანამის მარგალიტები და სხვა ძვირფასი თველბი მიჰქონდა ესპანეთში.
"1708 წლის არმადაში, მხოლოდ ფლაგმანის ტვირთის ღირებულებაც კი ესპანეთის წლიურ შემოსავალს აღემატებოდა. არმადის ყველა გალეონის ფასეული ლითონის და მონეტების ჯამური ღირებულება კი ესპანეთის წლიურ შემოსავალზე სამჯერ მეტი იყო. გარდა ძვირფასი ლითონის და სამკაულებისა, გემით ესპანეთში სავაჭრო საქონელი მიჰქონდათ: კაკაო, ინდიგო, ტყავი, ძვირფასი ხე-მცენარეები და მრავალი სხვა ნივთი", — აღნიშნა კომპანიამ.

კოლუმბიის პრეზიდენტი გემიდან ამოღებულ ნივთებს ათვალიერებს
აღმოჩენის გამოცხადებისას, კოლუმბიის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ეს "ადამიანობის ისტორიაში წყალქვეშ არსებული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა".
არსებული ინფორმაციით როგორც ჩანს, კოლუმბიის მთავრობის გარდა, გემზე არსებული საგანძურის წილს სხვა ვერავინ მიიღებს, მაგრამ ჯერ დანამდვილებით არავინ იცის, რა ბედი ეწევა წარმოუდგენელ სიმდიდრეს, რომელიც ამჟამად ოკეანის ფსკერზე რჩება.



























