მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 მლნ ლარის ინვესტიციით, „ნიკორა“ ახალ საწარმოს ააშენებს

61b839b686b18
ინგა მურუსიძე
18.12.21 13:32
1032
შპს „ნიკორა“ 20 მლნ. ლარიანი ინვესტიციით, ახალ საწარმოს ააშენებს, - ამის შესახებ bm.ge-ს თავად კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა უთხრა.

მისი ინფორმაციით, საწარმო დაახლოებით 2 წელიწადში, ნაძალადევის რაიონში აშენდება, ანუ, იქ, სადაც კომპანიას ამჟამად საწარმო უკვე აქვს, თუმცა არა იმ მოცულობის, როგორსაც აწი ააშენებს.

„ტერიტორია, რომელიც 1 ლარად გადმოგვეცა, ჩვენი საწარმოს მომიჯნავედ მდებარეობს. საუბარია, დაახლოებით, 9 000 კვ/მ მიწის გადმოცემაზე. ტერიტორია ადრე რკინიგზას ეკუთვნოდა, რამდენიმე წლის წინ კი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. რაც შეხება მიწაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, ძველი შენობებია, გამოუსადეგარი და ამიტომ მათი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს“, - ამბობს ბოქოლიშვილი.

რაც შეეხება გეგმებს, კომპანიის დირექტორის განმარტებით, ახალ მიწაზე 5 000 კვ/მ ფართობის ახალი საწარმო აშენდება.

„ამ ეტაპზე, ხორც-პროდუქტების საწარმო გვაქვს 2 000 კვ/მ - ზე და მის ნაცვლად აშენდება ახალი, 5 000კვ/მ ფართის ახალი წარმოება, ხოლო ძველ საწარმოში იგეგმება ახალი მიმართულების წარმოების დაწყება, რომლის დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ“, - განმარტავს ირაკლი ბოქოლიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში, შპს „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, სადაც ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება. როგორც ირკვევა, ადგილზე 300-მდე ადამიანი უნდა დასაქმდეს.