20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგნაირია:
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს საგარეო ვაჭრობის (2025 წლის სექტემბერი); ადგილობრივი ექსპორტის (2025 წლის სექტემბერი); სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2025 წლის სექტემბერი); მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2025 წლის სექტემბერი); მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის (2025 წლის სექტემბერი); ექსპორტის ფასების ინდექსის (2025 წლის სექტემბერი) და იმპორტის ფასების ინდექსის (2025 წლის სექტემბერი) მაჩვენებლებს.
11:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. განსახილველი საკითხებია: 1. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა; 2. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა;
13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა. განსახილველი საკითხებია: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 2. საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა - მომხსენებელი - ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 3. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: თამარ ხახიშვილი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა;
16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართება.
























