“მომავალი თქვენია“ პროექტის ფარგლებში, GULF-ის მხარდაჭერით, გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩს, რომელიც გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს უნდა გაიმართოს, აფხაზეთიდან 20 სტუდენტი დაესწრება. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების თამაშზე, მათ მეგზურობას ქართული ფეხბურთის ლეგენდები, შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია გაუწევენ. გარდა ამისა, სტუდენტებთან ერთად, მატჩს UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილიც დაესწრება.