ალიანს ჯგუფი ქართულ სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე აქტიური საქმიანობის 20 წელს ითვლის. მისი ისტორია კი ერთი ამბიციური ჩანაფიქრით დაიწყო: 2005 წელს დაფუძნდა სამშენებლო კომპანია “ალიანს+”, რომელმაც საქართველოში პირველი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, ბაზარზე ახალი სტანდარტები შემოიტანა და ახალი საინვესტიციო პერსპექტივები გააჩინა. უკვე 2015 წელს კომპანიამ „ალიანს პალასი“ წარადგინა, პირველი საინვესტიციო და მრავალფუნქციური კომპლექსი, სასტუმრო Courtyard by Marriott-თან კოლაბორაციით, რაც აჩვენებდა, რომ კომპანიის ხედვა მხოლოდ სამშენებლო პროექტებს სცილდებოდა და ქვეყნის ეკონომიკურ და იმიჯურ განვითარებას ეხმიანებოდა.
როგორ გარდაქმნა ქვეყნის იმიჯი და შეცვალა სტანდარტები 20 წლიანმა გამოცდილებამ დეველოპერულ ბაზარზე?
ინტერვიუ: თემო ბიწაძე - "ალიანს ჯგუფი", კომერციული დირექტორი
ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი


































