მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქი ბიზნესმენი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მეჰმეთ უიარი

ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის” მფლობელი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, სააპელაციო სასამართლომ 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას 20 წლის ფეხბურთელის ადვოკატი ანა თავხელიძე ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის” 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე, საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 22 სექტემბერს, მეჰმეთ უიარი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი წარდგენილ ბრალდებაში გაამტყუნა და სასჯელის სახით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები