სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურში 20 წლის განმავლობაში პირველად სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთის კურორტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი წერს.
10 დეკემბერსვე გაიხსნება კურორტი გოდერძი. "გადავწყვიტე, რომ გუდაური 10 დეკემბერს გაიხსნას, ასე ადრე არ ყოფილა 20 წელია",- წერს ონოფრიშვილი სოციალურ ქსელში.
ამჟამად სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტრასების მოწყობა მიმდინარეობს.

























