მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

200-200-ის ხელმძღვანელი: Yandex Taxi-მ 47 კომპანია გააკოტრა და შეიერთა

58a1642e83154
სალომე მეცხვარიშვილი
13.02.17 11:42
2429
ტაქსების კომპანია 200-200-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია აცხადებს, რომ ბაზარზე სხვა ტაქსის კომპანიები თითქმის აღარ დარჩნენ, რამდენადაც Yandex Taxi-მ დაახლოებით 47 კომპანია გააკოტრა და შემდეგ მიიერთა.

"ყველა კომპანია მიერთებული ჰყავთ, 47 კომპანიაზეა საუბარი და მე ვინ უნდა ამყვეს?თქვენ თუ ამყვებით, თორემ, სხვა ვინ უნდა ამყვეს? ჩვეულებრივად, გააკოტრა - მიიერთა",- აცხადებს ნიკა ხოფერია.

ტაქსების კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია "ბიზნესკონტრაქტთან" იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც კომპანიამ კონკურენციის სააგენტოში Yandex Taxi-ს წინააღმდეგ საჩივარი აღარ დააზუსტა. ნიკა ხოფერიას განცხადებით, Yandex Taxi საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ამიტომ საჩივარში მისი ზუსტი მისამართისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითება არ ხერხდება.

"ჩვენ ერთხელ დავაზუსტეთ ჩვენი საჩივარი, თუმცა, უკან დაგვიბრუნდა. კონკურენციის სააგნეტოს მოთხოვნაში აქვს, რომ ზუსტი მისამართი უნდა იყოს მითითითებული და როცა Yandex-ი არ არის საქართველოში რეგისტრირებული, მისამართი როგორ უნდა მივუთითოთ?",- აცხადებს ტაქსების კომპანიის დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ 200-200 ამ დრომდე მუშაობას შემოსავლების შემცირების ხარჯზე აგრძელებს.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ რუსულმა კომპანიამ მგზავრებისა და მძღოლების უდიდესი ნაწილი გადაიბირა და 200-200-ს მომხმარებლების მხოლოდ 25-30% დაუტოვა. ტაქსის ქართული კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კომპანია ეცადა მძღოლების დაინტერესება გაეზარდა, ამიტომ შეამცირა ის თანხა, რომელიც თითოეული გამძახებიდან მძღოლებმა კომპანიას უნდა მიაწოდონ.

"გავანახევრეთ შემოსავლები, მაგალითად თუ მძღოლი გვიხდიდა ჩვენს მომსახუეობაში 10%-ს, ჩამოვწიეთ 5%-მდე, რომ რამდენაირად დაგვეჭირა მძღოლები. კომპანიის მარჟა ისედაც დაბალი იყო. მოგება იყო დახალოებით 10-15% და ესეც შევამცირეთ. რეკლამების ფუფუნება აღარ გვაქვს",- აცხადებს ნიკა ხოფერია.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ დემპინგური ფასებით შემოსული უცხოური კომპანიისგან სახელმწიფომ ადგილობრივი კომპანიები უნდა დაიცვას, რასაც არ აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები