„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უამრავი ადამიანი, რომელმაც აპრილში დაკარგა ოფიციალური სამსახური ვერ იღებს 200 ლარიან დახმარებას იმ მიზეზით, რომ მათ მარტის ხელფასი აპრილის პირველ რიცხვებში ჩაერიცხათ.
"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიზერულ დახმარებებს ითვალისწინებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის, თუნდაც ის დაპირებული 200 ლარი ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თანხაა.
მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს უფრო მოქნილი გახადოს დახმარებების გაცემის სქემა. დახმარების გაცემისას შეისწავლოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების პირველი კვარტლის შემოსავლები და არ იხელმძღვანელოს მხოლოდ საბანკო ჩარიცხვებით. სხვა შემთხვევაში, ათასობით თანამოქალაქე უსამართლოდ დარჩება დაპირებული მინიმალური დახმარების გარეშეც კი", - გიგლა მიქაუტაძე.
NS