მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

200-ლარიანი წახალისების ეფექტი: აიცრა 60 წელს გადაცილებული 124 000 პირი

61dd68b28c736
მარიამ ვარადაშვილი
11.01.22 15:28
519
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულ პირებზე 200-ლარიანი დანამატების გაცემის ამოქმდების შემდეგ, ამ კატეგორიაში 124 ათასი ადამიანი აიცრა.

“9 ნოემბრიდან, როდესაც ქვეყანამ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ვაქცინაციის წახალისებით მიზნით, 200-ლარიანი დანამატი შემოიღო, დამატებით აიცრა, თუ სწორად მახსოვს, 124 ათასი ადამიანი”, - აცხადებს გამყრელიძე.

პრემიერ-მინისტრის 2021 წლის 8 ნოემბრის განკარგულებით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას ჩაიტარებს. მოგვიანებით მთავრობამ დანამატის გაცემის გადაწყვეტილება 50 წელს გადაცილებული პირებისთვისაც მიიღო. კერძოდ, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს ის, ვინც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები