მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$200-მილიარდიანი კომპანიის დაბადება - უმსხვილესი ინდური ბანკები გაერთიანდნენ

64a3e3439db1e
გიორგი თოლორდავა
04.07.23 13:52
1090
ინდოეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარიგება, რომელიც 40 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, წარმატებით დასრულდა. გარიგების შედეგად, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საბანკო-საფინანსო ორგანიზაცია წარმოიშვა, რომელიც ორ უმსხვილეს კომპანიას: HDFC Bank-ს და Housing Development Finance Corporation-ს აერთიანებს.

HDFC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 132 მილიარდ დოლარს შეადგენს; მასთან შერწყმული კომპანიის საბაზრო შეფასება კი 67 მილიარდი დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული ჰოლდინგის კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ამ მაჩვენებლით კი ინდური კომპანია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბანკების რეიტინგში მეოთხე ადგილს დაიკავებს, JPMorgan-ის, Bank of America-სა და ჩინური ICBC-ის გვერდით.

კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, ამ გარიგების წყალობით HDFC ინდოეთში ყველაზე დომინანტი საფინანსო კომპანია გახდება, რომელსაც პოტენციურად მილიარდამდე კლიენტის მოზიდვის საშუალება ექნება.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები