მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები - „არქის“ საჩუქარი რუსთაველებს

„არქიმ“ მასშტაბური გამწვანების ინიციატივის ფარგლებში ქალაქ რუსთავს მარადმწვანე ხის ნერგები საჩუქრად გადასცა. ულამაზესი კედრისა და მაგნოლიის ხეები ეტაპობრივად რუსთავის სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგვება. პირველ ეტაპზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარე სკვერში, არქელებმა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ნერგები სიმბოლურად, საკუთარი ხელით დარგეს. ინიციატივას საქართველოში #1 დეველოპერული კომპანია „არქი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. კომპანიის მიზანია, უძრავი ქონების დეველოპმენტთან ერთად, ხელი შეუწყოს გარემოს გაჯანსაღებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები