მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სს
08.08.24 00:54
258

2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა პარლამენტის შენობაზე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები