მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სკოლებში გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

5c08d3557b318
თათია ჩაფიჩაძე
06.12.18 11:42
1430
მომდევნო სასწავლო სემესტრიდან სკოლებში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შემოდის.

ახალ საგანს სამხედროები ჩაატარებენ და მასში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული. საგანი არჩევითი იქნება და მისი გავლის შესაძლებლობა მეათე კლასის მოსწავლეებს მიეცემათ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხედროების გადამზადება მიმდინარეობს, ტრეინინგების გავლის შემდეგ კი, საპილოტე რეჟიმში პროგრამა 20-მდე სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან განხორციელდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას;

გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები;

გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები;

გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები.

საგანი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს: 2008 წლის ომი, საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები