დაკითხვიდან გამოსულმა ქადაგიძემ ასევე განაცხადა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მიზანს, ქვეყანაში საფინანსო სექტორის მდგრადობის შენარჩუნება წარმოადგენდა.
"დღევანდელი გამოკითხვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კითხვები რეგულატორთან არ არსებობს. ძირითადი კითხვები ეხებოდა საზედამხედველო სამსახურის მიერ მომზადებულ კონკრეტულ აქტს, ასევე ზედამხედველობის ორგანოს ფუნქცია-მოვალეობებს, რაც განსაზღვრულია კანონით და დებულებებით. ეს ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ურთულეს პერიოდს. თავად აქტი კავშირში არ არის აღნიშნულ ტრანზაქციასთან. ბანკის შემოწმების მიზანი იყო აქტივების ხარისხის შეფასება, შესაბამისად, ამ ტრანზაქციასთან ის კავშირში ვერ იქნებოდა.
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ კითხვებს, განსაკუთრებით თუკი ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რაც საქართველოში შეიქმნა ამ დროს.
მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიისა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არ ჩამოიშალა ფინანსური სექტორი, არ ჩამოიშალა სახელმწიფო. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დამსახურება უამრავი ადამიანის, რომელიც ასრულება თავის უფლებამოსილებას.
დაწყებული ასობით მილიონი დოლარის ჩუმად შემოტანისა, დამთავრებული კონტროლით თუ როგორ ჩაგვეცხრო შესაძლო პანიკა, ამასთან დაკავშირებით მომავალში აუცილებლად ვისაუბრეთ.
მე გამოვრიცხავ, რომ ზედამხედველებს საკუთარი მანდატის ქვეშ რამე გამოპარვოდათ, გამოეჩინათ გულგრილობა ან რაიმე ფორმით არ გაეტარებინათ ის საზედამხედველო ღონისძიებები, რომლებიც კანონით იყო გათვალისწინებული. ამას 100%-ით გამოვრიცხავ.
მე კონკრეტული დეტალები, ცხადია, არ მახსენდება, თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რეგულატორის (იქნებოდა ეს ეროვნული ბანკი თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო) მიერ ყველა მოთხოვნა და ქმედება და სადამსჯელო მოთხოვნა იქნებოდა კანონთან სრულ შესაბამისობაში. მე, მიუხედავად იმისა, ამ საქმის საქმის მოთხოვნა რა ხანდაზმულობისაა და რა ვადისაა, ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის ან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში. ყველა საკითხზე სრულად პასუხისმგებელი ვარ მე.
როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსს, შემიძლია ვთქვა, რომ თუ დამატებითი, ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები, ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია, ეპიზოდური ინფორმაცია ერთი მხარისგან, ეპიზოდური ინფორმაცია ბანკისგან. ერთი რამ მინდა ასევე ვთქვა, არ არსებობს არანაირი სენსიტიური ინფორმაცია ამ საქმეში.
არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია ამ საქმეში - ყველაფერი რაც იყო სენსიტიური, რასაც ზიანი შეიძლება მიეყენებინა ჯგუფისთვის ყველაფერი არის გაცხადებული. ახლა ამ მიზეზს ამოფარება რომელიმე მხრიდან - იქნება ეს ბანკის მენეჯმენტი თუ პროკურატურა თუ ნებისმიერი სხვა, ცხადია არ არის სწორი, იმ საზოგადოებრივი რეზონანსიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეს უკავშირდება. ძალიან სერიოზული ბრალდებები და განცხადებები გაკეთდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან. მათზე პასუხის გაცემა პირველ რიგში უნდა შედიოდეს პირველ რიგში,"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.