მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2010-2016 წლებში საქართველოში $450 მლნ-მდე ჩინური ინვესტიცია განხორციელდა

591bee8b21e9a
თელარა გელანტია
17.05.17 10:30
1033
2010-2016 წლებში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 450 მლნ დოლარამდე შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი დაახლოებით, 218 მლნ დოლარის ჩინური ინვესტიცია საქართველოში 2014 წელს შემოვიდა, როცა "ჰუალინგ ჯგუფმა" მასშტაბური დეველოპერული პროექტი „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ დაასრულა და წლის ტოპ-ინვესტორი გახდა.

2014 წლის შემდეგ ჩინურმა ინვესტიციებმა კლება დაიწყო და 2016 წელს 27 მლნ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სფეროებში, სადაც ჩინეთიდან ინვესტიციები ხორციელდება, შედის: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა; საფინანსო სექტორი და ვაჭრობა; განათლება; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები