ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2013-2015 წლების განმავლობაში ბიზნესომბუდსმენისადმი ბიზნესის მიმართვიანობა მზარდი იყო.
2013 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში 192 მიმართვა შევიდა, 2014 წელს - 336, ხოლო 2015 წელს კი - 391.
გარდა ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან 2000-ზე მეტი შეხვედრა გამართა. კერძოდ, 2013 წელს 408 შეხვედრა გაიმართა, 2014 წელს - 1132, ხოლო 2015 წელს კი - 1095.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, დასკვნებს და შუამდგომლობებს, ეს რიცხვიც ზრდადი იყო: 2013 წელი - 27; 2014 წელი - 112, 2015 წელი - 128.
საინტერესოა მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებიც - გახარიას აპარატში წელს უკვე შევიდა 202 განცხადება, ბიზნეოსმბუდსმენმა გამართა 394 შეხვედრა და გაიცა 39 რეკომენდაცია.
ამასთან, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში „ბიზნესკონტრაქტს“ უთხრეს, მათთან შესული წერილობითი მიმართვების საშუალოდ 50% მოდიოდა საგადასახადო საქმეებზე, დანარჩენი კი სხვა სახელმწიფო უწყებებზე. ასევე, მათი ინფორმაციით, რეკომენდაციების 80%-ის გათვალისწინება ხდებოდა.

























