მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს"

5bc9ca3524390
BM.GE
19.10.18 16:12
611
2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2018 წელს გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი - 230 ათასამდე ტონა, მევენახეების შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა (2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა).

„მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული, რაც განაპირობებდა ყურძნის ჩაბარების შეუფერხებელ პროცესს.

ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ, რომ გაჩნდნენ ახალი მევენახეები და რომ სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა.
დღეისათვის, ღვინის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია 800-ზე მეტი ღვინის დიდი, საშუალო და მცირე საწარმო. 2012 წელს მათი რაოდენობა 50-მდე ოყო.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 30 ახალი საწარმო და გაფართოვდა 63.

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, მეღვინეობისა და სხვა ალკოჰოლური წარმოების მიმართულებით, ძირითადი საშუალებებისთვის გაიცა 61 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საბრუნავი საშუალებებისთვის - 263 მილიონ ლარზე მეტი.

2017 წელს ექსპორტზე ღვინო 270-მა კომპანიამ გაიტანა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი, უკვე 260-მა კომპანიამ განახორციელა ექსპორტი.

2017 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული - 53 ქვეყანაში 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ). 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ია (2012 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში 23 მლნ ბოთლი იყო ექსპორტირებული)“, - განმარტავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები