სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე თავით („სამოხელეო დანაშაული“) გათვალისწინებულ დანაშაულზე ამ დროისთვის სასჯელს 3 პატიმარი იხდის - ეს იუსტიციის სამინისტროს პასუხია დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვაზე.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა უწყებას საპარლამენტო კითხვებით მიმართა:
- რამდენი ადამიანი იხდის დღეის მონაცემებით სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში სამოხელეო დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია 2013 წლამდე პერიოდში?
- რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იგივე მუხლით?
- რამდენი მათგანი არის ისეთი, რომელიც გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე თავით („სამოხელეო დანაშაული“) გათვალისწინებულ დანაშაულის სასჯელს იხდის ამავე კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულზე ?
უწყების პასუხის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე თავით (სამოხელეო დანაშაული) გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია 2013 წლამდე პერიოდში არც ერთი პირი არ იხდის სასჯელს, ხოლო 2013 წლიდან დღემდე პერიოდში აღნიშნულ დანაშაულზე მსჯავრდებულია 3 პირი.