2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 4,599 ცალი თოფის იმპორტი განხორციელდა.
სპორტული, სანადირო ან მიზანში სასროლი თოფების იმპორტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში იმპორტირებული 4,599 ცალი თოფის ღირებულება 1 მლნ 255 ათასი დოლარია.
ცნობისთვის: 2017 წელს 4,060 ცალი თოფის იმპორტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით - 1 მლნ 419 ათასი დოლარი.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მეტი თოფი 2014 და 2015 წლებში იქნა იმპორტირებული.
კერძოდ, 2014 წელს 2 მლნ 464 ათასი დოლარის ღირებულების 7,777 ცალი თოფი შემოიტანეს საქართველოში; 2015 წელს კი - 7,850 ერთეული თოფის შესაძენად საქართველოდან 2 მლნ 147 ათასი დოლარი გავიდა;
ხოლო 2016 წელს 1 მლნ 150 ათასი დოლარის 4, 245 ცალი თოფის იმპორტი განხორციელდა.
ჯამში, 2014-2018 წლებში საქართველოში 8.4 მლნ დოლარის ღირებულების 28, 531 ცალი სანადირო თოფის იმპორტი განხორციელდა.