მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2014 წელს MH17-ის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთია პასუხისმგებელი – გაეროს საავიაციო საბჭო

მალაიზიის ავიახაზები

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) განცხადებით, Malaysian Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთი იყო პასუხისმგებელი.

2014 წელს უკრაინაში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ, ბორტზე ასევე იმყოფებოდა ავსტრალიის 28 მოქალაქე.

სწორედ ამ ორმა ქვეყანამ მოითხოვა 2022 წელს ICAO-ში საქმის გამოძიება. ICAO-ს საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საერთაშორისო საჰაერო კონვენცია დაარღვია.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პირველი შემთხვევაა, როცა ICAO-მ წევრ სახელმწიფოებს შორის დავა განიხილა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამდე არსებობს ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რომ უკრაინაში, დონბასის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები