2015-დან 2023 წლამდე აშშ-დან ფულადი გადმორიცხვები თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის ივლის-აგვისტოში კი აქედან გზავნილებმა რუსეთსა და იტალიასაც კი გადაუსწრო, საიდანაც აქამდე ყველაზე მეტი ფული შემოდიოდა გზავნილების სახით. ამის შესახებ წერია PMC ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში. ბოლო ცხრა წელში გზავნილებში ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა, როცა აშშ-დან გადმორიცხული თანხა 41%-ით გაიზარდა.
აშშ-დან გადმორიცხული თანხა:
- 2023 წელი - 460 მლნ დოლარი;
- 2022 წელი - 327 მლნ დოლარი;
- 2021 წელი - 284 მლნ დოლარი;
- 2020 წელი - 218 მლნ დოლარი;
- 2019 წელი - 178 მლნ დოლარი;
- 2018 წელი - 160 მლნ დოლარი;
- 2017 წელი - 142 მლნ დოლარი;
- 2016 წელი - 128 მლნ დოლარი;
- 2015 წელი - 100 მლნ დოლარი;
2024 წლის 11 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა 517 მლნ დოლარზე მეტი. შემდეგ მოდის იტალია, ხოლო რუსეთი მესამე ადგილზეა.