მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2016 წელს, ანაკლიის პორტის პროექტს მთავრობაში ერთეული მხარდამჭერი ჰყავდა"

5c93b25790d25
ლევან თაღიაშვილი
21.03.19 23:00
664
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტს ძირითადი კონტრაქტის გაფორმების დროს ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავდა.

ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა. 

ახვლედიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობაში პროექტის მხადამჭერები მხოლდ ერთეულები იყვნენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2016 წლისთვის ამ პროექტს ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავდა, ერთეულები, მთავრობაშიც - კი",  - განაცხადა მან „საქმის კურსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.

მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტი სახელწიფომ ააშენოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები