მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2016 წელს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 126 საწარმო დაფინანსდა"

582492fe64c78
BM.GE
11.11.16 09:50
2192
2016 წელს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 126 საწარმო დაფინანსდა, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტის ცნობადობა და მის მიმართ სანდოობა ყოველდღიურად იზრდება. ამასთან, პროგრამის ფარგლებში ამუშავდნენ ისეთი მიმართულებით საწარმოები, რომლებიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.

"ყოველდღიურად გვემატება ახალი კომპანიები. დღესაც მოვაწერე ხელი კონტრაქტს, რომელიც იყო ავეჯის წარმოების კუთხით. ამ კომპანიებიდან უმეტესობა არის სტარტაპი და მათ, რა თქმა უნდა, დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ გაიმართონ და წარმოება განავითარონ.

დღეის მდგომარეობით არის 206 საწარმო, რომელიც დაფინანსებულია ჩვენი მხრიდან და ზოგადად ინვესტიციები „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა 470 მილიონი ლარის ოდენობით.

ამ საწარმოების დიდი ნაწილი - 80% - უკვე ოპერირებს. აქედან ნახევარი არის სტარტაპი და სტარტაპების ნახევარი ახორციელებს ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში.

ასევე, ძალიან მნიშნელოვანია ის თემა, რომ ამ კომპანიების უმეტესობა მუშაობს ისეთ სექტორში, რომელიც აქამდე არ არსებობდა - მაგალითად, პლასტმასის წარმოება, საშენებლო მასალების კუთხით არის ისეთ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მასალას. ბევრი ახალი ტენდენციაა იმ კუთხით, რომ იქმნება ახალი ინდუსტრიები და ძალიან მნიშვნელოვანია ეს როგორც ფასისთვის, ასევე შიდა კონკურენციისთვის“,- განაცხადა ანი კვარაცხელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები