მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2016 წელს ევროპამ წარმოებული ენერგიის 90%-მდე განახლებადი წყაროებიდან მიიღო

58aae673f2158
BM.GE
20.02.17 16:48
2341
გასულ წელს ევროპის ენერგოქსელში დამატებული ენერგიის თითქმის 90% განახლებადი რესურსებიდან იქნა მიღებული, რაც კონტინენტის მიერ წიაღისეული საწვავიდან განახლებად რესურსებზე სწრაფი გადასვლის შედეგია. თუმცა სექტორის ლიდერები შიშობენ, რომ 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის განახლებადი ენერგიის მიზნები დასრულდება, სექტორს აღარ ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა.

2016 წელს ევროკავშირის დადგმული სიმძლავრე 24.5 გვტ იყო, რომლის 86%-ს - 21.1 გვტ-ს ქარის, მზის, ბიომასისა და ჰიდრო რესურსები შეადგენდა, რაც 2014 წლის 79%- იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. WindEurope-ის მონაცემების თანახმად, ქარის ენერგიამ პირველად შეადგინა მთლიანი სიმძლავრის ნახევარზე მეტი. მან გაუსწრო ქვანახშირს და ბუნებრივი გაზის შემდეგ ევროკავშირის მეორე ყველაზე დიდი ენერგორესურსი გახდა. თუმცა ქარის ტექნოლოგიის სეზონურობის გამო, ქვანახშირი ჯერ კიდევ მოთხოვნადია ელექტრო ენერგეტიკული ბლოკებისათვის.

2016 წელს დადგმული სიმძლავრით გერმანია ლიდერობდა, ხოლო საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ფინეთმა, ირლანდიამ და ლიტვამ რეკორდული რაოდენობის ქარის დანადგარები დაამონტაჟეს. ყველაზე დიდი პროექტს წარმოადგენს Gemini-ს ქარის სადგური ნიდერლანდების სანაპიროზე, რომელიც ქსელში გასული წლის თებერვალში ჩაერთო და დასრულების შემდეგ მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ქარის სადგური იქნება. მას მოჰყვება ორი დიდი ოფშორული ქარის სადგური: გერმანიის Gode Wind 1 და 2 (582 მგვტ) და ნიდერლანდების Westermeerwind (144 მგვტ). „პროექტების რაოდენობა ამ გადმოსახედიდან დამაკმაყოფილებელია და ინვესტიციის ოდენობაც კარგია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ევროკავშირის 28 ქვეყნიდან მხოლოდ შვიდს აქვს მკაფიო პოლიტიკა ქარის ენერგიის წარმოების შესახებ. დღეს უფრო ნაკლებ პოლიტიკურ ინიციატივას ვხედავთ, ვიდრე ვხედავდით 3, ან თუნდაც 5 წლის წინ. ევროკავშირმა შეამცირა ზეწოლა წევრ ქვეყნებზე ქვანახშირის ძველი სადგურების დახურვის თაობაზე“, - განაცხადა WindEurope-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯაილს დიქსონმა. ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და საბერძნეთი, რომლებმაც ერთად დაიწყეს ქარის ენერგიის განვითარება 2000-იან წლებში, ახლა მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობას აწარმოებენ. პოლონეთმა შარშან მიიღო შემზღუდველი კანონი იმის შესახებ, თუ რა დაშორებით უნდა იყოს ქარის სადგურების დასახლებულ პუნქტებთან, რამაც ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარების შეფერხება გამოიწვია.

ენერგოდაიჯესტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები