2016 წელს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს მომართა 2,205 გადამხდელმა, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით. უწყების ცნობით, გადასახადის გადამხდელებს ბიუჯეტიდან 173,902,360 ლარის ოდენობის თანხა დაუბრუნდათ.
შემოსავლების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის ივლისიდან ამოქმედდა მეწარმე სუბიექტებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატურად დაბრუნების სერვისი და 31 გადამხდელს დაუბრუნდა 2,301,784 ლარი
ამასთან, 2016 წელს საქართველოში გრანტითა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოსატანი 350 გადამხდელის საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებულ იქნა გრანტის სტატუსი, ხოლო 137 გადამხდელის საიმპორტო საქონლისათვის - ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი.

























