ლონდონის საფონდო ბირჟის ოპერატორმა London Stock Exchange Group გასულ წელს, მიუხედავად შემოსული თანხების ზრდისა, წმინდა მოგება 2-ზე მეტჯერ შეამცირა.
როგორც კომპანიის პრესრელიზში წერია, წმინდა მოგებამ 151.9 მილიონი ფუნტი ($ 186.8 მილიონი) შეადგინა, მაშინ, როდესაც ერთი წლით ადრე, 2015 წელს ანალოგიური რიცხვი 336.1 მილიონი ფუნტი იყო.
LSE შემოსული თანხები 1.32 მილიარდი ფუნტით, 1.52 მილიარდ ფუნტამდე გაიზარდა. ამასთან ერთად, კომპანიის ხელმძღვანელობამ მომხმარებელს წლიური შემოსავლების 20%-ით გაზრდას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
London Stock Exchange Group - მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟაა. იგი 1698 წელს გამოჩნდა, როდესაც ლონდონში ინგლისური კომპანიების აქციებსა და მთელი რიგი პროდუქციის ფასების გამოქვეყნება დაიწყეს. ოფიციალურად კი 1801 წელს დაარსდა.

























