მსოფლიოში მილიარდერების რიცხვი 2016 წელს 60 ადამიანით გაიზარდა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიცხვმა 2024 შეადგინა, - აღნიშნულის შესახებ The Wealth Report-ის ანგარიშში წერია, რომელსაც კომპანია Knight Frank ადგენს.
"უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა კაპიტალმა ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 45%-ით გაიზარდა", - აცხადებს ანგარიშის ავტორი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მულტიმილიონრების რიცხვი, რომლებიც 30 მილიონ აშშ დოლარს და მეტს ფლობენ, 6340 ადამიანით გაიზარდა და 193 490 ადამიანს მიაღწია.
მსოფლიოს მილიარდერების ანგარიშში აღნიშნულია, რომ წელს რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში მილიარდერთა რიცხვი 90 ადამიანამდე გაიზარდა. 2015 წელს მათი რიცხვი 82 იყო, ხოლო მულტიმილიონრების რიცხვი 3230 ადამიანამდე გაიზარდა მაშინ, როდესაც 2015 წელს მათი რიცხვი 2940 ადამიანს შეადგენდა.
კონსალტინგური კომპანიის Knight Frank კვლევის მიხედვით, მილიარდერებისა და მულტიმილიონრების რიცხვი კიდევ გაიზრდება.

























