მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2016 წელს მთავრობის საგარეო ვალის მომსახურებამ - $224 მლნ, ხოლო სავალუტო ხარჯებმა კი, $213 მლნ შეადგინა

5909e8be2ebb5
თელარა გელანტია
03.05.17 18:42
916
2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 236.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2,757 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც წერია, რომ საერთაშორისო რეზერვების მოცულობის მატება 2016 წლის ივნისიდან უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებზე სარეზერვო ნორმის გაზრდამ განაპირობა.

"გარდა ამისა, რეზერვების ცვლილებაზე 2016 წლის განმავლობაში, ტრადიციულად, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები, საქართველოს მთავრობის ხარჯები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები და გრანტები. 2016 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონებით ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 1.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ქვეყნის მიერ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი სახელმწიფოებიდან მიღებულ სესხებს და გრანტებს, 2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამების და პროექტების დასაფინანსებლად სესხებმა და გრანტებმა ჯამში 311 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე მხრივ, მთავრობის საგარეო ვალის მომსახურებამ - 224 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სავალუტო ხარჯებმა 213 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - წერია ანგარიშში.

ცნობისთვის: სავალუტო ხარჯები ძირითადად მოიცავს საელჩოების შენახვისთვის, იმპორტირებული პროდუქციის შეძენისთვის, საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებისთვის და ა.შ. საჭირო თანხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები