წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1645 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 22 პროცენტით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5 პროცენტით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32 პროცენტი შეადგინა.

























