მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

580a03da75756
BM.GE
21.10.16 16:00
1246
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საქართველოს აეროპორტების მუშაობის 9 თვის შედეგები წარადგინა.

2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2,181,684 მგზავრი.

აეროპორტების ბაზრის წილი შეადგენს:

• თბილისის საერთაშორისო აეროპროტი - 79,1%
• ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 12,4%
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 8,4%
• მესტიის აეროპორტი - 0,14%

2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 103%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს აეროპორტებში ამჟამად ოპერირებს 33 ავიაკომპანია, ხოლო ავიარეისები სრულდება 20 ქვეყნის 46 მიმართულებით.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

ოპერირებს 31 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 36 მიმართულებით.

2016 წელს დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია (Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines ) და 4 ახალი მიმართულება (ისპაჰანი, დამამი, პეკინი, ბაჰრეინი).

ოქტომბერსა და ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას - Turkmenistan Airlines - აშხაბადი (კვირაში სამი სიხშირით); Pobeda - როსტოვი (კვირაში ორი სიხშირით); Dart - კიევი (კვირაში ორი სიხშირით).

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: ოპერირებს 16 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.

2016 წელს დაემატა 6 ახალი ავიაკომპანია (EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways) და 4 ახალი მიმართულება (აქტაუ, შარჟა, სანკტ. პეტერბურგი, თეირანი).
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: ოპერირებს 4 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.

ავიაკომპანია WizzAir-ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავი ავიარეისებს ასრულებს 7 ახალი მიმართულებით, ესენია: ბერლინი, მიუნხენი (მემმინგენი), დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სოფია.

თამარ მეფის სახელობის მესტიის ადგილობრივი აეროპორტი:

2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში გადაყვანილია 3,105 მგზავრი.
შესრულდა 129 ავიარეისი
აქედან მგზავრთა 44% იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე;
რეისები სრულდება:

ნატახტარი - მესტია კვირაში 6 სიხშირე
ქუთაისი - მესტია კვირაში 2 სიხშირით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები