ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1229.6 ათასი ტონა, რაც 193.5 ათასი ტონით ანუ 18.7%-ით აღემატება 2015 წლის იმპორტის მაჩვენებელს (1036.1 ათასი ტონა). მათ შორის, 2016 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 576.2 ათასი ტონა (135.2 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 653.4 ათასი ტონა (58.3 ათასი ტონით ანუ 9,8%-ით მეტი 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 399,6 ათასი ტონა ანუ 69,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 166,4 ათასი ტონა ანუ 28,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 10,1 ათასი ტონა ანუ 1,7%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 593,0 ათასი ტონა ანუ 90,8%, L-62 დიზელის საწვავი - 59 ათასი ტონა ანუ 9,0%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,2%.
ქვეყნების მიხედვით 2016 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 375 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 219,5 ათასი ტონა – 17,9%; რუსეთი - 218,8 ათასი –17,8%, ბულგარეთი - 162,9 ათასი ტონა – 13,2%; თურქმენეთი - 141,5 ათასი ტონა – 11,5%, საბერძნეთი - 70,3 ათასი ტონა– 5,7%; იტალია - 27,5 ათასი ტონა ანუ 2,2%, უკრაინა - 10,8 ათასი ტონა ანუ 0,9%, თურქეთი - 2,5 ათასი ტონა ანუ 0,2% და სხვ.

























