RNS-ის ინფორმაციით, ეგვიპტეში ტურისტული ნაკადების შემცირების გამო 2016 წელს სასტუმროების დიდმა რაოდენობამ შეწყვიტა მუშაობა. ეგვიპტის ტურიზმის განვითარების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ჰიშამ ელ-დემერის განმარტებით, ტურისტული ინდუსტრიის კლება, ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების სფეროსთან არის დაკავშირებული. გასული წლის მდგომარეობით, ტურისტული ნაკადის შემცირებამ ქვეყანას 7 მილიარდი აშშ დოლარის დანაკარგი მოუტანა.
"2016 წელს 7 მილიარდი აშშ დოლარის დანაკარგი, ხოლო 2015 წელს დაახლოებით 9 მილიარდი აშშ დოლარი", - აღნიშნავს ელ-დემერი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტად სასტუმრო ბიზნესი, კურორტ შარმ-ალ-შეიხში დაზარალდა, სადაც 54 სასტუმრო დაიხურა. ასევე ჰუგარდაში 34 სასტუმრო და მარსა-ალამში კი 35 სასტუმრო დაიხურა.

























