მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2016 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში ჩაიდო

58c25933386e8
BM.GE
10.03.17 11:41
1258
2016 წელს ყველაზე მეტი თანხა ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში ჩაიდო. საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2016 წელს 61 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 645 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია.

მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები