2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტმა 37 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, აშშ-ის პროცენტული წილი საქართველოს ექსპორტში დაახლოებით, 4%-ია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ნაკლებია.
კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან აშშ-ში 57.5 მლნ აშშ დოლარის საქონელი იქნა ექსპორტირებული და აშშ-ის წილი ექსპორტში 5.3% იყო.
რაც შეეხება წამყვან საექსპორტო ხუთეულს, 2016 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, აშშ-ში ექსპორტის 37 მლნ-დან 34 მლნ აშშ დოლარი ფეროშენადნობებზე მოდის. მეორე ადგილზეა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მესამეზე - მინერალური და მტკნარი წყლები, მეოთხეზე - ყურძნის ნატურალური ღვინოები, მეხუთეზე კი - წყლები მინერალურის და გაზიანის ჩათვლით.
ცნობისთვის, ბოლო ხუთ წლის დინამიკას თუ შევხედავთ, ყველაზე მეტი - 226 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია აშშ-ში 2012 წელს იქნა ექსპორტირებული. ყველაზე ცოტა კი - 2015 წელს, როცა ამერიკაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 104 მლნ დოლარი. 2011 წელს ეს მაჩვენებელი იყო 143,4 მლნ დოლარი, 2013 წელს - 137,5 მლნ, 2014 წელს კი - 287,1 მლნ დოლარი.

























