მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2016 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 85 ლარით გაიზარდა 1130,4 ლარს გაუტოლდა

58bd0d1f6b24d
BM.GE
06.03.17 11:17
1371
2016 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1130,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 85,8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 819.0 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 66,1 ლარით). საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1268,5 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1110.0 ლარი,
მცირე ბიზნესი – 646,6 ლარი.

2016 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,5% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 11,0%-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 8,7%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 23,0% - სხვა დარგებზე ნაწილდება.

2016 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,3%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (19,8%) და ვაჭრობა (17,1%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12,6%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 9,5%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 19,7 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2016 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 13,8% და 10,4%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10,3%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (9,9%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები