მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2016 წლის პირველ სამ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები 10.7%-ით არის გაზრდილი"

584554ca46eaf
BM.GE
05.12.16 15:44
1393
2016 წლის პირველ სამი კვარტალის მონაცემებით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტში:

• სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები 10.7%-ით არის გაზრდილი (238.6 მლნ.ლარი), 2,270 მლნ, რაც მთლიანი ხარჯების 37%-ია;
• მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები 11.7%-ით გაიზარდა (121.2 მლნ.ლარი);
• მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები გაზრდილია 16.1%-ით (68 მლნ.ლარი);

PMCG-ის ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები გაიზრდება 8.4%-ით;

მნიშვნელოვანი სოციალური ხარჯები გაიწევა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან, მაგ. თბილისის ბიუჯეტის ხარჯების 27.8%-ს (177 მლნ ლარი) შეადგენს სოციალური უზრუნველყოფა.

აღნიშნულ ბიულეტენში მიმოხილულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები, მათი შესრულება და დინამიკა 2014-2016 წლებში. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები არ ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერ სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გაწეულ დანახარჯებს და ეს მონაცემები არ არის კონსოლიდირებული. მოცემულ მიმოხილვაში საილუსტრაციოდ მოცემულია აჭარის არ-ს და მსხვილი თვითმმართველი ქალაქების სოციალური დანახარჯები.

2016 წლის პირველ სამ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები 10.7%-ით არის გაზრდილი (238.6 მლნ.ლარით) 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 37%-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში, სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები 9 თვის დაგეგმილ წლიურ გეგმასთან შედარებით 98.8% - ით არის შესრულებული.

სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 2016 წლის სამივე კვარტალში. მათ შორის, პირველ კვარტალში - 13%-ით (85.3 მლნ.ლარი), მეორე კვარტალში - 11.2% -ით (76.5 მლნ.ლარი), ხოლო მესამე კვარტალში - 10.6%-ით (76.8 მლნ.ლარი).

თუ სოციალურ დანახარჯებს განვიხილავთ მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მთლიანის 98.4%-ს შეადგენს (2.3 მლრდ ლარი). ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ყველაზე დიდი წილი მთლიან სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებში თავდაცვის სამინისტროს უკავია - 0.9% (20.7 მლნ ლარი), შემდეგ მოდიან შინაგან საქმეთა სამინისტრო - 0.2% (5.5 მლნ ლარი), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 0.1% (2.0 მლნ ლარი) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 0.1% (2.0 მლნ ლარი). რადგან ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული სოციალური დანახარჯების უდიდესი ნაწილი, ამიტომ მნიშვნელოვანია განვიხილოთ ამ სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების დინამიკა დროში და პროგრამების მიხედვით. ჯანდაცვის სამინისტროს გარდა სხვა სამინისტროების სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები ძირითადად მოიცავს თანამშრომლების პენსიებს, დაზღვევას და სხვ.

2016 წლის 9 თვის მონაცემებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 11.3%-ით (230.9 მლნ ლარი) და 2,270 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული სამინისტროს სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია სამივე კვარტალში. 2016 წლის პირველ კვარტალში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდამ შეადგინა 12.4% (80.3 მლნ ლარი), მეორე კვარტალში - 10.9% (73.7 მლნ ლარი), ხოლო მესამე კვარტალში - 10.8% (76.8 მლნ ლარი).

ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები ორი მსხვილი კატეგორიისაგან შედგება: მოსახლეობის სოციალური დაცვა (73%) და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა (27%). მოსახლეობის სოციალური დაცვა მოიცავს შემდეგ პროგრამებს: მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა, სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში. ხოლო, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მოიცავს: მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (მაგ. იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, C ჰეპატიტის მართვა, ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა და სხვა) და მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში (მაგ. ფსიქიკური ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება და სხვ.).

2016 წელს სოციალური პროგრამების მიხედვით სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული მთლიანი დანახარჯების 50.1 % იხარჯება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე (1.1 მლრდ ლარი), მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვაზე - 21.4% (492.3 მლნ ლარი), მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე - 21%-ს (482.9 მლნ ლარი), მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე პრიორიტეტულ სფეროებში - 3.9% (90.8 მლნ ლარი), ხოლო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე - 1.4% (32.3 მლნ ლარი).

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საპენსიო უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (11.7%, 121.2 მლნ.ლარი) და 1.1 მლრდ. ლარს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები, 9 თვის გეგმასთან შედარებით, 100% - ით არის შესრულებული. აღნიშნულ პერიოდში ყოველთვიურად სახელმწიფო პენსია საშუალოდ 712 ათას ადამიანზე გაიცა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვაზე გაწეული სოციალური ხარჯების 80% იხარჯება მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვაზე. 2016 წლის პირველ სამ კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ჯანდაცვაზე ხარჯები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (16.1%, 68 მლნ.ლარი) და 492.3 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, 9 თვის გეგმასთან შედარებით, 97.2% - ით არის შესრულებული.

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია (6.5%, 29.4 მლნ.ლარი) და 483 მლნ. ლარს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები, 9 თვის გეგმასთან შედარებით, 99.3% - ით არის შესრულებული. აღნიშნულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობამ ყოველთვიურად საშუალოდ 452 ათასი კაცი შეადგინა.

რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულ სოციალურ დანახარჯებს, როგორც აღვნიშნეთ, მონაცემები არ არის ერთად თავმოყრილი და საილუსტრაციოდ ბიულეტენში განხილულია აჭარისა და უმსხვილესი თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტები.

2016 წლის გეგმის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მისი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 4.8%-ს შეადგენს (7.5 მლნ ლარი). აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები 27%-ით გაიზარდა.
თბილისის ბიუჯეტის ხარჯების 27.8%-ს (177 მლნ ლარი) შეადგენს სოციალური უზრუნველყოფა. თვითმმართველი ქალაქებიდან თბილისი ყველაზე დიდ წილს უთმობს სოციალურ დანახარჯებს.

ქალაქ რუსთავის ბიუჯეტის ხარჯების 9.3%-ს (36.1 მლნ ლარი) სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები შეადგენს. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები გაზრდილია 6.9%-ით (0.2 მლნ ლარი).

ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტის ხარჯების 8.3% (16.9 მლნ ლარი) სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებია. 2016 წელს წინა წელთან შედარებით იგი გაზრდილია 47.6%-ით (0.4 მლნ ლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები