მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2017 წელს Nokia სმარტფონების ბაზარზე ბრუნდება

584168db2c20f
BM.GE
02.12.16 16:24
1341
სმარტფონი ფინური კომპანია Nokia Corporation ბრენდის ქვეშ, ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდება, -აღნიშნავს თავის პრესრელიზში კომპანია HMD Global.

მიმდინარე წელს Nokia-მ HMD Global-თან 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც HMD Global-მა Nokia-ს ბრენდის ქვეშ ტელეფონების და პლანშეტების წარმოების გლობალური ლიცენზია მოიპოვა.

HMD აცხადებს, რომ ბაზარზე გამოჩენისთანავე აპირებს "ძირითადი მოთამაშის" ადგილი დაიკავოს. როგორც ვებ-გვერდი GSMArena წერს, პირველი სმარტფონი სახელწოდებით D1C ორი ვერსიით გამოვა: 5-დიუმიანი დისპლეით, 13 მეგაპიქსელიანი კამერით და 2GB ოპერატიული მეხსიერებით და ასევე 5.5 დიუმიანი ეკრანით, 16-მეგაპიქსელიანი კამერით და 3 GB მეხსიერებით. სმარტფონი Android- 7.0 ოპერაციული სისტემის ვერსიით იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები