მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2017 წელს 21-ჯერ მეტი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, ვიდრე 2016 წელს

5ae17530b3c1c
თელარა გელანტია
26.04.18 11:42
777
2017 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 558 685 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ BM.ge-თვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით გასულ წელს უაქციზო სიგარეტების რაოდენობა 21-ჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება 2018 წლის მაჩვენებელს, მხოლოდ პირველ კვარტალში საგამოძიებო სამსახურმა 33 637 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო ანუ იმაზე მეტი, ვიდრე - მთლიანად 2016 წელს (26 557 კოლოფი სიგარეტი).

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, 2017 წელს ოთხჯერაა გაზრდილი უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვა, რეალიზაცია-გადაზიდვის მუხლით სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობაც. კერძოდ, 2016 წელს 15 საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2017 წელს - 65-ზე, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - 16 საქმეზე.

გარდა ამისა, როგორც საგამოძიებო სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) 2017 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 102 საქმეზე, მაშინ როცა 2016 წელს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 37 ფაქტი გამოვლინდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები