მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2017 წელს ექსპორტი 29%-ით გაიზარდა

5a5c5316811ec
BM.GE
15.01.18 11:03
972
2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.

საქსტატის წინაწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7979.2 მლნ. აშშ დოლარი (9.4 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5251.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები