2017 წლის განმავლობაში ქართულმა ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" 308 ათას 275 მგზავრი გადაიყვანა. ამის შესახებ საუბარია კომპანიის წლიურ ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2017 წელს პირდაპირი ფრენები დაიწყო თბილისიდან ლონდონისა და პრაღის, ასევე, ბათუმის მიმართულებით.
რაც შეეხება 2018 წლის გეგმებს, 25 მარტიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს იწყებს: პარიზის, ბოლონიის, სალონიკის, ბარსელონის, ბერლინის, კიოლნის, ბრატისლავის, ბრიუსელისა და ათენის მიმართულებით.

























