მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2017 წელს ისრაელში ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით ფორუმის გამართვა იგეგმება

57e90f8bf410b
დავით ჯალაღონია
26.09.16 16:00
1248
2017 წელს ისრაელში ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით ფორუმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შაბთაი ცურის ინფორმაციით, ბიზნესმენები ისრაელიდან საქართველოშიც ჩამოვლენ და სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს განიხილავენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ისრაელის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა მედიცინისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

"ჩვენ საუბარი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ 2017 წელს ბიზნესმენები ერთმანეთს შევახვედროთ, ერთმანეთი გაიცნონ და შემდეგ სხვადასხვა სფეროში - მშენებლობის, ტურიზმის, სამედიცინო მიმართულებით ითანამშრომლონ. მომავალში, მალე შევხვდებით ეკონომიკის მინისტრს, ასევე, ყველაფერს მოვახსენებთ საგარეო საქმეთა მინისტრს და შემდეგ მთავრობასთან ერთად ორ სახელმწიფოს შორის დავგეგმავთ, თუ როგორ შეიძლება, ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს", - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები