მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2017 წელს ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე მსხვილი მხარჯავი სახელმწიფო დაწესებულება იყო"

5b1a12a9b1e59
BM.GE
08.06.18 09:18
439
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს. ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მომხსენებელმა დეპუტატებს გასული წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებლები წარმოადგინა.

სხდომაზე ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე და უწყების პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამინისტროს მიზანია ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებებზე მოსახლეობის მეტი ხელმისაწვდომობა და მათი მხრიდან თანადაფინანსების შემცირება. მისივე განცხადებით, ყოველივე ამისთვის, სამინისტრო სპეციალურ პროგრამებს ამუშავებს და შესაბამის მექანიზმებს ქმნის. „ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მედიკამენტების ფასების არასტაბილურობა წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. დღეისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 27 დასახელების მედიკამენტს უფასოდ იღებს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამის განვითარებაზე ზრუნვას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა და მინისტრის მოადგილეებს ორი მთავარი თემით მიმართა. „კარგი იქნება თუ 2019 წლის ბიუჯეტი პროგრამების მიმართ, მაქსიმალურად რეალისტურად დაიგეგმება, რადგან არ შეიძლება ყოველს წელს ერთი და იგივე პროგრამა 80%, ხოლო სხვა პროგრამები 110%-ით სრულდებოდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული პროგრამების შედეგები და მათი ინდიკატორების განსაზღვრა. პროგრამების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მათი მიმდინარეობის პროცესის, ასევე მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები