მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2017 წელს მგზავრთნაკადი შიდა ფრენებზე 108%-ით გაიზარდა"

5a6c49b80295c
BM.GE
27.01.18 14:00
944
2017 წელს 108%-ით გაიზარდა მგზავრთნაკადი შიდა ფრენებზე, - ამის შესახებ "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა. 

"2017 წელს დაახლოებით 108%-ით გაიზარდა მგზავრთნაკადი შიდა ფრენებზე. ერთ-ერთი ახალი კომპონენტი ამბროლაურის აეროპორტია, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობს და მნიშვნელოვნად ახალი სიტყვა თქვა რაჭის განვითარებაში. მოთხოვნა ძალიან დიდია, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც. წელიწადის ნებისმიერ დროს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. იყო შემთხვევები, როდესაც კვრაში 9-10 რეისიც კი გვქონია, მაგალითად, მესტიის მიმართულებით. ჩვენ კონკრეტული გრაფიკი გვაქვს, რომლითაც ვახორციელებთ ფრენებს. ბევრი რეისი გვაქვს ამბროლაურის, ქუთაისისა და მესტიის მიმართულებით და ამ მხრივ, ფრენები საკმაოდ დატვირთულია. როგორც მოთხოვნა ჩნდება და ჩვენ მას ვერ ვაკმაყოფილებთ, მაშინვე ვამატებთ ფრენებს",- აღნიშნა ქეთი ალექსიძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები