მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელს, მშპ-ს რეალური ზრდა 4.8% იყო

5bed22cebca6f
BM.GE
15.11.18 11:39
841
დაზუსტებული მონაცემებით 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 37 846.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით განისაზღვრა. ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,1 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,1 პროცენტი) და მრეწველობა (16,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1 პროცენტი), მშენებლობა (9,8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,0 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (13,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,4 პროცენტი),ტრანსპორტი (6,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,1 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (4,6 პროცენტი). კლება შეინიშნება შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებისა (-4,5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის (-3,8 პროცენტი) სექტორებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები